კახა კალაძე - ველოდებით მეტი ინფორმაციის მოწოდებას ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ალბათ უფრო მეტ დეტალს მიაწვდიან
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით შუალედური გამოძიების შემდეგ რა დაადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა?“
„ველოდებით უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას აღნიშნულთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს საჯაროდ არ მოხდეს, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ალბათ თავიანთი კოლეგები მიაწვდიან უფრო მეტ დეტალს აღნიშნულთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.