კახა კალაძე - ვარ შემართებით და დიდი მოტივაციით, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი
კახა კალაძე - ვარ შემართებით და დიდი მოტივაციით, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი

ერთი წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა კმაყოფილი ვერ იქნება დედაქალაქის მთავრობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა, რომელიც მოსაგვარებელია.

„ვხედავ ისევ და ისევ სერიოზულ გამოწვევებს, უამრავ პრობლემას, რომელიც მოსაგვარებელია, თუმცა ვარ შემართებით. ძალიან დიდია მოტივაცია, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი – მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გამოსწორებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მწვანე სივრცე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქალაქს. ქალაქის სწორი განვითარება, უნდა გამოსწორდეს და რეაბილიტირდეს ავარიული შენობები, შენარჩუნდეს და აღდგეს კულტურული შენობა-ნაგებობები. ეს ყველაფერი გამოწვევებია და ამ შემართებითა და ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.