კახა კალაძე - თბილისში პარკირების სისტემა და სატრანსპორტო პოლიტიკა შესაცვლელია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პარკირების სისტემა და სატრანსპორტო პოლიტიკა შესაცვლელია.
კითხვაზე, რომელიც ე.წ.სტაიანშიკებს ეხებოდა, კალაძე აცხადებს, რომ იგეგმება გარკვეული ცვლილებები და ეს მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იქნება.
“სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია. გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, ეს არის კომპლექსური პრობლემა ქალაქში: აქ არის ტრანსპორტის მოწესრიგება, პარკირების მოწესრიგება, ტაქსების რეგულაციები, ესტაკადების მშენებლობა და ა.შ. ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს, პარკინგები არსებობდეს, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული”, – განაცხადა კალაძემ.