კახა კალაძე - ვაპირებ, ჯარიმა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც თამაშის შემდეგ დაჯარიმდა
ვაპირებ, ჯარიმა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც თამაშის შემდეგ დაჯარიმდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
„ჯერ არ გადამიხდია, მაგრამ ვაპირებ, ჯარიმა გადავუხადო. ეს იყო გულშემატკივარი, რომელიც თამაშის შემდეგ დაჯარიმდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დროს დაჯარიმებულ გულშემატკივართან დაკავშირებით საუბრისას.
ამასთან, კალაძის თქმით, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს.
„მე მიმაჩნია, რომ გულშემატკივრობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები იყო, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. მაგრამ ის დღე განსაკუთრებული იყო გულშემატკივრისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული, სპორტის თვალსაზრისით, კონკრეტულად ფეხბურთს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც მთელი საქართველო ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ეს სპორტია, ეს ფეხბურთია და უფრო მეტი გამარჯვებები წინ გველოდება. ამ კონკრეტულ პიროვნებას რაც შეეხება, ეს კონკრეტული პიროვნება, ერთი ადამიანი იყო დაჯარიმებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.