კახა კალაძე - ვამაყობ იმ ტრადიციებით, კულტურით, რომელიც ოჯახს უკავშირდება, ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს
სიყვარული, თაობებს შორის ურთიერთობა, პატივისცემა, ნდობა, რაც ოჯახში ტრიალებს, გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, მოქალაქეებად და ეს არის ის ღირსშესანიშნავი სიწმინდე, რომელიც არის ხელშეუხებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღევანდელი დღე, მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სიყვარული, თაობებს შორის ურთიერთობა, პატივისცემა, ნდობა, რაც ოჯახში ტრიალებს, გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, მოქალაქეებად და ეს არის ის ღირსშესანიშნავი სიწმინდე, რომელიც არის ხელშეუხებელი. მინდა, ყველას მივულოცო, ნამდვილად ვამაყობ იმ ტრადიციებით, კულტურით რომელიც უკავშირდება ოჯახს და ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ღმერთი იყოს ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.