კახა კალაძე - უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ, გამოძიება დაწყებულია, ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად
უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად.
„სამუშაოები ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“, ქვეკონტრაქტორების თქმა გამიჭირდება. შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია, დასრულებული იყო.
უმძიმესი თემაა, თავზარდაცემული ვართ. დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.