კახა კალაძე უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს
თბილისის მერი კახა კალაძე ირანში, თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის განცხადებას კალაძე „ტვიტერში“ ავრცელებს.
„გულწრფელად თანავუგრძნობ „უკრაინის ავიახაზების“ მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთანაა. ჩვენი თანაგრძნობა და გულები მათთანაა, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – წერს კახა კალაძე „ტვიტერში“.
უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა 180 ადამიანი.