კახა კალაძე - უკრაინაში ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან, ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ახლობლების მწუხარებას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან.
უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც.
ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას!“ – აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის წერილში.