კახა კალაძე - უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია
კახა კალაძე - უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია

უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის.

„უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველას კარგად მოგეხსენებათ. გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო საკუთარი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის წინაშე არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც აქეთაა მიმართული. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.