კახა კალაძე - უფასო სასადილოების მიმართულებით ბიუჯეტი ნახევარი მილიონით არის გაზრდილი 
კახა კალაძე - უფასო სასადილოების მიმართულებით ბიუჯეტი ნახევარი მილიონით არის გაზრდილი 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით  ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უფასო სასადილოების მიმართულებით ბიუჯეტი ნახევარი მილიონით არის გაზრდილი.

„თუ თქვენ მეკითხებით, თანხები საკმარისია თუ არა, გეტყვით, არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივარ იმ შესაძლებლობიდან, რა შესაძლებლობაც გააჩნია ქვეყანას“, – მიმართა კალაძემ ოპოზიციას.

თბილისის მერმა მოუწოდა ოპოზიციას, წარმოადგინონ რეალური ხედვები და პროექტები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დედაქალაქისთვის.

„ვთხოვ ოპოზიციას, წარმოადგინონ რეალური ხედვები და პროექტები, თუ რა შეიძლება განხორციელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მერიის კარი ღიაა იმათთვის, ვისაც აქვს კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს დედაქალქისთვის. შესაბამისად, თუ გექნებათ კონკრეტული ხედვები, მივმართავ ოპოზიციას, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ, ერთად განვიხილოთ და განვახორციელოთ ეს პროექტები ქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.