კახა კალაძე - უფასო სასადილოების ბიუჯეტი არ შემცირებულა, ეს არის სპეკულაცია
უფასო სასადილოების ბიუჯეტი არ შემცირებულა, ეს არის სპეკულაცია და მორიგი სიცრუე ოპოზიციის მხრიდან, – ეს კომენტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მომავალი წლიდან თბილისში უფასო სასადილოების დაფინანსების შემცირებაზე საუბრობენ.
„16 მილიონ 500 ათასი ლარი არის გამოყოფილი სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად უფასო სასადილოებისთვის. ის, რომ კონკურენცია იყო და ტენდერი ჩატარდა, აბა რა ვქნათ? სამი ლარი იყოს და არ იყოს კონკურენცია კომპანიებს შორის? ეს მიღებულია კონკურენციის შედეგად.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დავაკვირდებით. რა თქმა უნდა, ყოველთვიურ რეჟიმში იქნება დაკვირვება, თუ რაიმე პრობლემა იქნება კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება დახმარება, იქნება დამატებითი თანხები გამოყოფილი, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ დღეს ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა კახა კალაძემ.