კახა კალაძე - უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, რა უნდა გაკეთდეს ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებით მერიას აქვს ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით.
კალაძის თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები.
„ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს მიმართულება, რადგან გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ადამიანებისთვის, თვითონ ძაღლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან.
უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას, რა უნდა გაკეთდეს, ასევე ბიუჯეტს, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.