კახა კალაძე უახლოეს დღეებში საკრებულოში ერთწლიან ანგარიშს წარადგენს
თბილისის მერი კახა კალაძე უახლოეს დღეებში საკრებულოში ერთწლიან ანგარიშს წარადგენს.
„პატივს ვცემ თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს, მზად ვარ, წარვადგინო ბიუჯეტი და ასევე ჩავაბარო ანგარიში თუ რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიამ და რა გეგმები აქვს სამომავლოდ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკრებულოს დეპუტატებს უახლოეს დღეებში ასევე წარუდგენს 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს.