კახა კალაძე - თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს იმოქმედებს ფასებზე
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მივესალმები და დარწმუნებული ვარ, კურსი დასტაბილურებას დაიწყებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ აუქციონზე 40 მილიონი ლარის გაყიდვასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა აბსოლუტურად ყველას გვაწუხებს და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ლარის კურსის გამო გაიზრდება თუ არა ფასები პროდუქციაზე, კახა კალაძემ აცხადებს, რომ ფასები შეიძლება გაიზარდოს იმპორტირებულ პროდუქტზე.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე. მგონია, რომ არ გაზრდილა. თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს რა თქმა უნდა, იმოქმედებს ფასებზე. მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები, რომ გაუფასურების ტენდენცია შეჩერდეს და გადაიდგას ნაბიჯები, რომ ლარი დასტაბილურდეს“, – აცხადებს კალაძე.