კახა კალაძე - თუ არის აუცილებლობა, რომ ბიბლიოთეკართა გამოცდებმა გადაიწიოს, პრობლემას ვერ ვხედავ
თუ არის აუცილებლობა, რომ ბიბლიოთეკართა გამოცდებმა გადაიწიოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ბიბლიოთეკარების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა.
„არ ვიცი, ქალბატონი სოფიო ხუნწარია ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას. თუ არის იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ გამოცდებმა გადაიწიოს, აქ საგანგაშოს და რაიმე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ დედაქალაქში ბიბლიოთეკების მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას, ასევე თანამშრომლების ტრენინგს და ბიბლიოთეკარების ტესტირებას გულისხმობს.
ბიბლიოთეკართა ნაწილი, საკითხების რაოდენობიდან გამომდინარე, გამოცდების გადავადებას ითხოვს.