კახა კალაძე - ტროლებისა და ბოტების პიარი სჭირდება იმ ძალებს, რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რაც ხდებოდა
უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ორნიშნა ციფრამდე ავიყვანოთ ეკონომიკის ზრდა, რათა კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, ტროლებისა და ბოტების პიარი მას არ სჭირდება.
„არანაირი ტროლი, არანაირი ბოტი არ ვიცი და არასდროს მქონია შეხება. მე არ მჭირდება ბოტების პიარი, ეს სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში მიიყვანეს იმ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. მე ახლა აღარ გავიმეორებ კიდევ, თუ რა იყო და რა მდგომარეობა იყო. ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ მომავალზე, უნდა ვიფიქროთ უკეთეს საქართველოზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, ორნიშნა ციფრამდე ავიყვანოთ ეკონომიკის ზრდა, რათა კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.