კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს
კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ასევე, როგორც კალაძემ განცხადა, აღნიშნულ საკითხსა და ანაკლიის პორტის პროექტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაქსიმალურად ვეცადოთ, ამ კონკრეტულ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი მოვაშოროთ“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნება.

„თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას „ევროპული საქართველო“ ითხოვს.