კახა კალაძე თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კალაძე უსამძიმრებს გარდაცვლილის ახლობლებსა და თერჯოლელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება და კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც საუბარია თანამებრძოლზე, გუნდის ღირსეულ წევრზე. მთელი გულით ვიზიარებ ლაშას ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, კოლეგების, თერჯოლელების მწუხარებას“, – წერს კალაძე.
თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.