კახა კალაძე თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.
თბილისის მერმა სტუდენტებს შესთავაზა როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე მათივე ინიციატივების წარდგენა.
„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ, რათა ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალსა და დიდ რესურსს ვხედავთ ახალგაზრდებში, რომელიც სწორად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრას 24 უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ესწრებოდა.