კახა კალაძე - თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა.
მისი თქმით, აღნიშნული კვლევა აქამდე არასდროს გაკეთებულა.
„ეს არის კვლევა, რომელიც აქამდე არასდროს გაკეთებულა. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევის ჩატარება. კვლევის მიზანია, თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონების განსაზღვრა. იცით, რომ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებებია თბილისის ზღვის ირგვლივ, შესაბამისად სანიტარული ზომების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, თბილისის დიდი ნაწილი მარაგდება ამ აუზის სასმელი წყლით, ამიტომ შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს წყლის დაბინძურებას“, – განაცხადა კალაძემ.