კახა კალაძე - თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა დათქმულ ვადებში შემოვიდა, დოკუმენტს ექსპერტები სწავლობენ
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა შესაბამის ვადებში იქნა წარდგენილი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ახლა ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.
„გენგეგმა შემოვიდა შესაბამის ვადებში. ახლა ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც შეიქმნა. სწავლობს და უახლოეს მომავალში გეტყვით ჩვენს მოსაზრებას გენგეგმასთან დაკავშირებით. ჩემს პოზიციას მას შემდეგ გავაცნობ საზოგადოებას, რაც გავეცნობით დოკუმენტს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტს“, რომელიც გენგეგმაზე მუშაობს, 45-დღიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული.