კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობების შესრულებას 13 ნოემბრიდან შეუდგება
თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.
საარჩევნო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, ახალი მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.
ცესკო-ს თავმჯდომარემ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისა და დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელი პირველ ნოემბერს მოაწერა.
ვინაიდან 12 ოქტომბერს კვირაა, კახა კალაძე მერიაში მუშაობას 13 ნოემბრიდან შეუდგება.
ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 51,09%-ით გაიმარჯვა.