კახა კალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს წარადგენს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტს წარადგენს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფციას დეტალურად გააცნობს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.
პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“, 14:00 საათზე გაიმართება.
დედაქალაქის მერმა ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელად ტელეპროდუსერი, მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე მიმდინარე წლის მარტში დანიშნა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღამის ეკონომიკის განვითარება ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება და დედაქალაქისთვის სიახლე.