კახა კალაძე თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებაზე - ამ საკითხის განხილვა შეიძლება
კახა კალაძე თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებაზე - ამ საკითხის განხილვა შეიძლება

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა.

კახა კალაძე აღნიშნული საკითხის განხილვის შესაძლებლობას ხედავს.

„ამ საკითხის განხილვა შეიძლება. დაველოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

„ევროპული საქართველო“ თბილისის საკრებულოს და სახელდების კომისიას ინიციატივით მიმართავს, დაიწყოს მსჯელობა თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების თაობაზე.

სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. მაკკეინს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე 2 სექტემბერს დაკრძალავენ.