კახა კალაძე თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის შედეგს გაეცნო
მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაობი დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგს თბილისი მერი კახა კალაძე გაეცნო.
კალაძის განცხადებით სამუშაოების ფარგლებში, 10 მ. სიგანის 6-კილომეტრიან გზატკეცილზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო გვერდულები.
„ფონიჭალაში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი 6-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე მთლიანად არის მოწესრიგებული და მოასფალტებული. გზაგამყოფზე დაირგო ახალი ხე-მცენარეები. დარჩენილია მხოლოდ დახაზვითი სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და მთლიანად იქნება დასრულებული“,- განაცხადა კალაძემ.
დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად მისი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიები „ენსისი” და „ჯიარჯი” აწარმოებდნენ.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 4 084 676 ლარი დაიხარჯა.