კახა კალაძე - თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი
კახა კალაძე - თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი

თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი, უპირველესად, ქვეყნის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

„თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობის გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ რამდენჯერმე აგვირჩია იმისთვის, რომ, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესები გავატაროთ. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.