კახა კალაძე - ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუპოვა, ვულოცავ ტატოს ბრწყინვალე ასპარეზობას
თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიადაზე წარმატებას ულოცავს.
„ძიუდოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ვულოცავ ტატოს ამ ბრწყინვალე ასპარეზობას!
წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ოლიმპიელებს!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, 24 წლის ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა.