კახა კალაძე - სტრატეგიული პარტნიორებისადმი ჩვენი თხოვნაა, მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი საზოგადოების ინფორმირებისთვის
როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ქართული მხარის თხოვნაა, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მოწოდებული.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქე ასეთი სანქციებით დასანქცირდა. გვახსოვს, მოსამართლეებთან დაკავშირებით რაც მოხდა და მათ ვიზების შეზღუდვა დაუწესეს. მაშინაც და ახლაც ჩვენი თხოვნაა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი საზოგადოების ინფორმირებისთვის. როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.