კახა კალაძე - სტრასბურგში ვიზიტისას ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე მივაწვდით ინფორმაციას
კახა კალაძე - სტრასბურგში ვიზიტისას ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე მივაწვდით ინფორმაციას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე 11-13 თებერვალს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტს გამართავენ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ისინი ევროპარლამენტში გამართავენ შეხვედრებს და იმსჯელებენ იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

„დღეს ჩვენ მივემგზავრებით სტრასბურგში, სადაც გვექნება სხვადასხვა შეხვედრები მომდევნო სამი დღის განმავლობაში. შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ზოგადად მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.