კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, ანას ბაღთან არანაირი შეხება არ აქვს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, ანას ბაღთან არანაირი შეხება არ აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ანას ბაღს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. ზუსტად ჩემი მერობის პირობებში ჩვენ ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობებისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, ანას ბაღთან არანაირი შეხება არ აქვს. პირიქით, ანას ბაღი კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენება“,- განაცხადა კალაძემ.