კახა კალაძე - სირცხვილის კორიდორის მოწყობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო
კახა კალაძე - სირცხვილის კორიდორის მოწყობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, მან მოისმინა განცხადება, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სირცხვილის კორიდორის გაუქმების მიზეზად სუს-ის მიერ პროვოკაციების შესაძლო მოწყობა დაასახელა.

კალაძის განცხადებით, ეს სიყალბეა და სინამდვილეში, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ეს განცხადება მოვისმინე, რაც უბრალოდ სიყალბე და სიცრუეა. ზოგადად, ამ საკითხზე ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა იყო, რადგან კანონდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია. ამომრჩეველს კონსტიტუციური უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, ამ ყველაფერზე ზეწოლა, რა თქმა უნდა სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, საერთო ჯამში, გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ეს არის სწორი. თუ იქნებოდა რამე კონკრეტული ამდაგვარი ფაქტები, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.