კახა კალაძე - სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, გვახსოვს წლები, როდესაც ბიუჯეტიდან ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, ეს იფუთებოდა, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა
კახა კალაძე - სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, გვახსოვს წლები, როდესაც ბიუჯეტიდან ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, ეს იფუთებოდა, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა

მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ე.ი. პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტით გამოიყენა სახელმწიფო თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის თანხები. შემდეგ გაირკვა და გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა ასეთი ფრენების განხორციელება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება და ეს იფუთებოდა იმით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს ნიჭიერი შვილები ჰყავთ, თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავიანთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“,- განაცხადა კახა კალაძემ.