კახა კალაძე - შუქნიშნები, პარკინგი და სატრანსპორტო პოლიტიკა მოსაწესრიგებელია, მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, შუქნიშნები, პარკინგი და სატრანსპორტო პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და დღეს ეს საკითხები მოსაწესრიგებელია.
დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია.
„ზოგადად, რაც შეეხება შუქნიშნებს, პარკინგს, სატრანსპორტო პოლიტიკას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის მოსაწესრიგებელი, მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით, იმიტომ, რომ არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა დღეს ქალაქში.
საცობების განტვირთვა, შუქნიშნების სწორად მუშაობა, საპარკინგე ადგილების გამოყოფა, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა და ასევე მიწისზედა ტრანსპორტის განახლება, ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაფერი არის მოგვარებადი“, – განაცხადა კახა კალაძემ.