კახა კალაძე - შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე დღეს რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს პროცესი გრძელდება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასატარებლად
კახა კალაძე - შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე დღეს რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს პროცესი გრძელდება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასატარებლად

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გრძელდება.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასატარებლად, რათა ხვალინდელი დღე გაცილებით უკეთესი იყოს.

„ზოგადად, ბოლო დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული აღნიშნული მიმართულებით. გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, არ მოგვცეს და ყველამ ვიცით, რა იყო ეს მიზეზი, რა იყო აღნიშნული გადაწყვეტილების ძირითადი საფუძველი. ამის შემდეგ იყო ე.წ. 12-პუნქტიანი გეგმა, გზამკვლევი. შესაბამისად, ყველაფერი იქნა გაკეთებული მათთან ერთად, შესრულებული იყო ყველა მითითება და ეს პროცესი გრძელდება. შეუძლებელია, შენ ევროინტეგრაციის გზაზე დღეს რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც გრძელდება და საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გასატარებლად, რათა ხვალინდელი დღე იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს, გუშინ და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.