„დავიწყებული მელოდია”, – ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს, კულტურისა და სპორტის სამინიტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაიღებენ.
ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზეა, რომელიც მისთვის უცნობ ქალაქში საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის, საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება.
ფილმი კომედიური ჟანრისაა. გადაღებების დიდი ნაწილი საქართველოში იგეგმება და შესაძლოა, ერთ-ერთ ეპიზოდურ როლში თბილისის მერი კახა კალაძეც გადაიღონ.
გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება, “დავიწყებული მელოდია” კი ეკრანებზე დაახლოებით წელიწადნახევარში გამოჩნდება.
ფილმის საწყისი ბიუჯეტი ორნახევარი მილიონია.
„მოხარული ვარ, რომ სლოვაკეთსა და საქართველოს შორის კოპროდუქცია ხორციელდება, იწყება მხატვრული ფილმის მოსამზადებელი სამუშაოები. ძალიან საინტერესო, სახალისო სიუჟეტია, ეს პროექტი კიდევ ერთი საშუალებაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენი კულტურა კიდევ უფრო ცნობადი და პოპულარული გახდა“,- განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.