კახა კალაძე - შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულები გათავისუფლდნენ
შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური ჩართული იქნება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ გათავისუფლებული. ეს სიახლე არ არის. სამწუხაროდ, ყოველთვის იყო ეს დამოკიდებულება მათი მხრიდან, რაც არის ყველანაირად უკანონო და ყველაფერს სცდება, თუმცა ჩვენი სამსახურები მაქსიმალურად იმუშავებენ“, – განაცხადა კალაძემ.
რუსმა სამხედროებმა დღეს გორის რაიონის სოფელ კირბალში 50 წლის აკაკი დათიაშვილი დააკავეს.
რაც შეეხება რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს, ის უკვე მეცხრე დღეა ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.