კახა კალაძე - შემართებით ვართ, დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მედია მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხოფით იყო დაკავებული, თუმცა მათთან კომუნიკაცია მაინც არ გაუწყვეტია.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „პირველი ტურის შემდეგ თქვით, რომ რაღაც დავაკელიო, ხო არ ფიქრობთ, რომ მედიასთან კომუნიკაცია დააკელით?“.
„მედიასთან კომუნიკაცია არასდროს გამიწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად იქცეოდით, შეურაცხყოფით იყავით დაკავებული ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტული ოჯახის წევრების – მეუღლე, ჩემი მშობლები, ბავშვების ბანერებზე წითელი საღებავის მისხმა. ხომ გული შეგტკივათ ამ ყველაფერზე, რატომ არ გამოხვედით და არ გააპროტესტეთ, დღეს რომ ამას მესაუბრებით. ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები, რასაც 30 ოქტომბერს დავასრულებთ. გაიმარჯვებს თბილისი და თბილისელები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, კალაძის განმარტებით, დარწმუნებულია, დიდი ანგარიშით გამარჯვებს.
„რაც შეეხება მეორე ტურს, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი შემართებით ვართ, ძალიან დიდი მოტივაციით მეც და ჩემი თანაგუნდელები. დარმწუნებული ვარ, რომ საზოგადოების, თბილისელების მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.