შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა თბილისის მერს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში დაპირისპირებაა.
„გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. ერთადერთი რაზეც დგას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, დავიწყებთ რევოლუციასო და არ იწყება რევოლუცია. მელიას თქმით, სააკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, არავის აქვს უფლება, გააკეთოს ერთპიროვნული განცხადება.