კახა კალაძე - შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები
კახა კალაძე - შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები

ჩვენ ხომ ღიად განვაცხადეთ, სანქციებს არ ვუერთდებით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს წარსულს, ჩვენს უახლეს ისტორიას, ძალიან ბევრი შეცდომა ჩანს, რომელიც გვაქვს დაშვებული და ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს. შესაბამისად, ეს შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პირიქით, პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა კალაძემ.