კახა კალაძე - შალვა ნათელაშვილის განცხადებები არაადეკვატურია, ჩვენ ბევრი სპორტსმენი გვჭირდება, ბევრი წარმატებული ადამიანი
შალვა ნათელაშვილის განცხადებები არაადეკვატურია, ჩვენ ბევრი სპორტსმენი გვჭირდება, ბევრი წარმატებული ადამიანი, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს „არ სჭირდება ამდენი სპორტსმენი“.
„შალვა ნათელაშვილის განცხადებების შეფასებაში არ შევალ, რადგან ზოგადად, ისტორიას რომ გადავხედოთ, არაადეკვატურია ეს ადამიანი თავის განცხადებებში. შესაბამისად, ჩვენ ბევრი სპორტსმენი გვჭირდება, ბევრი წარმატებული ადამიანი, რადგან ეს არის ახალგაზრდების ის კატეგორია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს საზღვრებს გარეთ, ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ, თითოეული ქართველი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, ვამაყობთ ჩვენი წარმატებული სპორტსმენებითა და წარმატებული ადამიანებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.