კახა კალაძე - საზოგადოების განწყობა, კვლევების შედეგები გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით გავიმარჯვებთ
საზოგადოების განწყობა და კვლევები გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს, რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ მოლოდინი საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. ჩვენ უამრავ შეხვედრას ვმართავთ, რეგიონები შემოვიარეთ, ყველა რაიონში და ქალაქში ვიყავით ჩასული, სადაც შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას. ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომაა. პარალელურად, ყველა კვლევაში, რომელიც კეთდება, „ქართული ოცნება“ არის მოწოდების სიმაღლეზე და დიდი სხვაობით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.