კახა კალაძე - საქართველოში მედია არის დაცული, ვერავინ გაბედავს, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, ზოგადად მედიასაშუალებებზე მიიტანოს შეტევა
კახა კალაძე - საქართველოში მედია არის დაცული, ვერავინ გაბედავს, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, ზოგადად მედიასაშუალებებზე მიიტანოს შეტევა

საქართველოში მედია არის დაცული, ვერავინ გაბედავს, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, ზოგადად მედიასაშუალებებზე მიიტანოს შეტევა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადების შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ არის ეს მართალი. ამასთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარდა ბრიფინგი და გაჟღერდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჭორი. არ ვიცი, ვინ გაავრცელა. საქართველოში მედია არის ყოველთვის დაცული და ვერავინ გაბედავს, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, ზოგადად სხვა მედიასაშუალებებზე მიიტანოს შეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელისუფლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.