კახა კალაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
„ყოველ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. ჩვენი დედაქალაქი საუკუნეებია გამორჩეულია ეროვნული, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით, ამ მრავალფეროვნებისადმი პატივისცემით და შემწყნარებლობით. ეს ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ყოფის ნაწილია და გისურვებთ, კიდევ უფრო ჰუმანური, ტოლერანტული, უფრო თბილი და ურთიერთპატივისცემით გაჯერებული ყოფილიყოს ჩვენი თანაარსებობა”, – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.