კახა კალაძე - საქართველოში დიზელის ხარისხი „ევრო 5“ სტანდარტამდე უნდა მივიდეს
საქართველოში დიზელის ხარისხი „ევრო 5“ სტანდარტამდე უნდა მივიდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აუცილებლად შედგება მუშაობა საწვავის ხარისხის გაკონტროლებაზე.
„რადგან ვსაუბრობთ, რომ „ევრო 6“ დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოგვყავს, ამისთვის აუცილებელია საწვავი. ყველანაირად მომზადებულები უნდა ვიყოთ. პარალელურად, აუცილებლად ვიმუშავებთ საწვავის ხარისხის გაკონტროლებაზე. მქონდა არაერთხელ საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ საწვავის ხარისხზე დაწესდეს კონტროლი. განსაკუთრებით დიზელზე, რომელიც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. „ევრო 5“-ზე უნდა ავიყვანოთ ეს ხარისხი. სხვა დაბალი ხარისხის საწვავს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს. მე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ.