კახა კალაძე - საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მოუტანეს, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება
კახა კალაძე - საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მოუტანეს, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება

მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს.

მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები.

დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის.

წინ ბევრი გამარჯვება გველოდება! საქართველო, არ გაჩერდე!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.