კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლებას შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისგან, აქვს ძალა, შეინარჩუნოს მშვიდობა, შემოტევების მიუხედავად, დაიცვას ეროვნული ინტერესი, დამოუკიდებლობა
დღეს ხელისუფლება არის ძლიერი და შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისგან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის გეგმების განხორციელებას არ დაუშვებს.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე, ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა. ეს არის ყოველდღიურობა. რასაკვირველია, როგორც აქამდე, არც ახლა დავუშვებთ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისგან, აქვს ძალა, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად შემოტევების, მუქარებისა, დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, აღმშენებლობა და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.