საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების მცდელობებისა, რომ საქართველოში იყოს დაძაბულობა, ქვეყანაში იქნება სიმშივდე.
„საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების მცდელობებისა, შემოიტანონ დაძაბულობა, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თბილისის მერმა.