კახა კალაძე - საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს, მეგობარი ქვეყნებიდანაც ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ არასამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული
კახა კალაძე - საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს, მეგობარი ქვეყნებიდანაც ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ არასამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული

საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს. არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც ბევრი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს.

„ბორელი როცა იყო ჩამოსული, რაზეც მინიშნებები გაკეთდა, ყველაფერი შესრულდა. დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით მთავრობის სამოქმედო გეგმა გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში. მათი მხრიდან რა მოთხოვნაც იყო გაჟღერებული, შესრულდა. თანამშრომლობას ყოველთვის მივესალმებით, ამას წინ არაფერი უდგას. საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს. არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდანაც ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს, თუმცა საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.