კახა კალაძე - სანქციებთან დაკავშირებით უკვე გაკეთებული გვაქვს განმარტებები, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები იყოს დაცული
კახა კალაძე - სანქციებთან დაკავშირებით უკვე გაკეთებული გვაქვს განმარტებები, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები იყოს დაცული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას უკვე გაკეთებული აქვს განმარტებები, რატომ არ უწესებს რუსეთს სანქციებს.

კახა კალაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში მცხოვრები ადამიანების ინტერესები იყოს დაცული.

„სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს განმარტებები და განცხადებები. ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.