კახა კალაძე - სანქცია ძალიან მძიმე თემაა და სჭირდება ახსნა-განმარტება, მით უმეტეს, საუბარია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე
სანქცია ძალიან მძიმე თემაა და სჭირდება ახსნა-განმარტება, მით უმეტეს, საუბარია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერს კითხვა დაუსვეს აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.
„ძალიან კარგი იქნებოდა, თუ წარმოდგენილი იქნებოდა, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რატომ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული. როდესაც რაღაცას აკეთებ – და სანქცია ძალიან მძიმე თემაა ხომ – ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, მით უმეტეს, საუბარია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.